შენგელიას 8 ქულა, 4 მოხსნა და გამარჯვება "ავტოდორთან"

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-მ VTB ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო. თორნიკე შენგელიას გუნდმა სარატოვის “ავტოდორს” უმასპინძლა და დამაჯერებელი სხვაობით – 100:66 სძლია.

ცსკა-მ როსტოველებთან უპირატესობა პირველსავე მეოთხედში მოიპოვა და ის მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. თორნიკე შენგელიამ თამაში მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე გატარებულ 18:43 წუთში კი 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 4-იდან 2 ორქულიანი, 2-იდან 1 სამქულიანი და 4-იდან 1 საჯარიმო ჩააგდო.

გამარჯვებულებს ანდრეი ლოპატინმა ულიდერა. 22 წლის რუსმა კალათბურთელმა 20 ქულა ჩააგდო, ვილი კლაიბერნმა 18 ქულა მოაგროვა,
ხოლო იონას ვოიგტმანის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.

ცსკა-ს VTB ლიგაში ჩატარებულ 4 მატჩში 3 მოგება და 1 მარცხი აქვს, ტურნირში მომდევნო შეხვედრას კი 19 ოქტომბერს, შინ ზენიტთან ჩაატარებს. მანამდე მოსკოველებს ორი მატჩი ევროლიგაში უწევთ – 14 ოქტომბერს სტუმრად ფენერბაჰჩესთან, 16 კი – შინ ალბასთან.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 9 /
მაგას რამე სინდისის მაგვარი თუ შერჩენია, კაპიტნის პოსტი ინდა დატოვოს, რომ ის შეურაცყოფა მაინც აარიდოს საქართველოს ნაკრებს, რომ მას რუსი არმიელი კაპიტანი ყავს. აგერ ყოველმხრივ გამორჩეულია ესპანეთში შერმადინი რით არ იმსახურებს კაპიტნობას?
არტ
12:59 11-10-2020
4
ფულის გამო რა ჩემპიონატი დატოვა,ახლა ითამაშე ავტადორებთან და კამაზებთან.
6

სიახლეები პოპულარული