შენგელიას 8 ქულა, 4 მოხსნა და გამარჯვება "ავტოდორთან"

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-მ VTB ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო. თორნიკე შენგელიას გუნდმა სარატოვის “ავტოდორს” უმასპინძლა და დამაჯერებელი სხვაობით – 100:66 სძლია.

ცსკა-მ როსტოველებთან უპირატესობა პირველსავე მეოთხედში მოიპოვა და ის მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. თორნიკე შენგელიამ თამაში მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე გატარებულ 18:43 წუთში კი 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 4-იდან 2 ორქულიანი, 2-იდან 1 სამქულიანი და 4-იდან 1 საჯარიმო ჩააგდო.

გამარჯვებულებს ანდრეი ლოპატინმა ულიდერა. 22 წლის რუსმა კალათბურთელმა 20 ქულა ჩააგდო, ვილი კლაიბერნმა 18 ქულა მოაგროვა,
ხოლო იონას ვოიგტმანის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.

ცსკა-ს VTB ლიგაში ჩატარებულ 4 მატჩში 3 მოგება და 1 მარცხი აქვს, ტურნირში მომდევნო შეხვედრას კი 19 ოქტომბერს, შინ ზენიტთან ჩაატარებს. მანამდე მოსკოველებს ორი მატჩი ევროლიგაში უწევთ – 14 ოქტომბერს სტუმრად ფენერბაჰჩესთან, 16 კი – შინ ალბასთან.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 9 /
მაგას რამე სინდისის მაგვარი თუ შერჩენია, კაპიტნის პოსტი ინდა დატოვოს, რომ ის შეურაცყოფა მაინც აარიდოს საქართველოს ნაკრებს, რომ მას რუსი არმიელი კაპიტანი ყავს. აგერ ყოველმხრივ გამორჩეულია ესპანეთში შერმადინი რით არ იმსახურებს კაპიტნობას?
არტ
11 ოქტომბერი 2020 12:59
4
ფულის გამო რა ჩემპიონატი დატოვა,ახლა ითამაშე ავტადორებთან და კამაზებთან.
Ehh
11 ოქტომბერი 2020 11:15
6
მათლა? აპრუწუწუნ? ისე იძახი, ვითომ შენ ალ გიკვალს მანები. თორნიკეს თავი დაანებეთ პრუწუნებო.
Ehh-s
11 ოქტომბერი 2020 12:46
8
ისე სხვათაშორის სარატოვი და როსტოვი სხვადასხვა ქალაქებია.
aburjga
11 ოქტომბერი 2020 10:27
1
ოთხი საჯარიმოდან - ერთი!
zurab
11 ოქტომბერი 2020 08:57
0
ავტოდორს 8 ქულაა??? ვაა საღოლ მაგარ ფორმაში შესულა, მაგას აწე ვინ შეაჩერებს მიუღწევია ფორმის პიკისთვის DDDDDDDDDD
dinamo
10 ოქტომბერი 2020 23:40
6
დდდდდდდდ
dinamos
11 ოქტომბერი 2020 12:47
1
ავტოდორთან ჩაგდებული 100 ქულიდან მხოლდ 8 ქულაა შენგელიას ანგარიშზე, არადა ბარსელონას, რეალს და სხვა გრანდებს 17 ქულას უგდებდა და თამაშებს იგებდა!
ესაა წინგადადგმული ნაბიჯი?
ესაა ვარსკვლავის გაბრწყინება?
ავტოდორთან ჩააგდო 8 ქულა და ბედნიერია ტიპი?
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
10 ოქტომბერი 2020 22:45
7
ეს ბედნიერი 6 მილიონიანი კონტეაქტითაა და ბედნიერები რუსეთუმეები არიან არმიის ცენტრალურ გუნდში რომ ყავთ ამხანაგი კაპიტანი!
მიხაელ
11 ოქტომბერი 2020 02:27
4

სიახლეები პოპულარული