შენგელიას 8 ქულა, 4 მოხსნა და გამარჯვება "ავტოდორთან"

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-მ VTB ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო. თორნიკე შენგელიას გუნდმა სარატოვის “ავტოდორს” უმასპინძლა და დამაჯერებელი სხვაობით – 100:66 სძლია.

ცსკა-მ როსტოველებთან უპირატესობა პირველსავე მეოთხედში მოიპოვა და ის მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. თორნიკე შენგელიამ თამაში მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე გატარებულ 18:43 წუთში კი 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 4-იდან 2 ორქულიანი, 2-იდან 1 სამქულიანი და 4-იდან 1 საჯარიმო ჩააგდო.

გამარჯვებულებს ანდრეი ლოპატინმა ულიდერა. 22 წლის რუსმა კალათბურთელმა 20 ქულა ჩააგდო, ვილი კლაიბერნმა 18 ქულა მოაგროვა,
ხოლო იონას ვოიგტმანის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.

ცსკა-ს VTB ლიგაში ჩატარებულ 4 მატჩში 3 მოგება და 1 მარცხი აქვს, ტურნირში მომდევნო შეხვედრას კი 19 ოქტომბერს, შინ ზენიტთან ჩაატარებს. მანამდე მოსკოველებს ორი მატჩი ევროლიგაში უწევთ – 14 ოქტომბერს სტუმრად ფენერბაჰჩესთან, 16 კი – შინ ალბასთან.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 9 /
ავტოდორთან ჩაგდებული 100 ქულიდან მხოლდ 8 ქულაა შენგელიას ანგარიშზე, არადა ბარსელონას, რეალს და სხვა გრანდებს 17 ქულას უგდებდა და თამაშებს იგებდა!
ესაა წინგადადგმული ნაბიჯი?
ესაა ვარსკვლავის გაბრწყინება?
ავტოდორთან ჩააგდო 8 ქულა და ბედნიერია ტიპი?
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
22:45 10-10-2020
7
ავტოდორს 8 ქულაა??? ვაა საღოლ მაგარ ფორმაში შესულა, მაგას აწე ვინ შეაჩერებს მიუღწევია ფორმის პიკისთვის DDDDDDDDDD
dinamo
23:40 10-10-2020
6

სიახლეები პოპულარული