კალათბურთი

ლეგიონერები

ცსკა-ს აუტსაიდერმა სძლია, თანაც მოსკოვში - შენგელიამ 9 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
ევროლიგის მე-4 ტურში ცსკა მოსკოვში 88:93 დამარცხდა აქამდე უქულოდ მყოფ ბერლინის "ალბასთან".

მასპინძელთა გუნდის მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ 28:02 წუთში 9 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება მიითვალა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 15 იყო.

ცსკა 2 მოგებით მე-10 ადგილზეა და 22 ოქტომბერს ბელგრადში ცრვენა ზვეზდას" შეხვდება.