ეს გახლდათ ტენერიფეს ზედიზედ მე-5 გამარჯვება და შერმადინის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატს დაუმარცხებლად ლიდერობს. ამ ტურის მატჩები სათამაშო აქვთ ასევე დაუმარცხებელ “ბარსელონასა” და “რეალს”, რომლებიც “იბეროსტარს” ჯერჯერობით არ რჩებიან.
თამაშის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ქართველი ლეგიონერის დამაჯერებელი თამაშის წყალობით გადამწყვეტ წუთებში ტენერიფელებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. შერმადინმა გამარჯვებულთაგან საბოლოოდ ყველაზე მაღალი
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 28:05 წუთი გაატარა. გიორგის არ ჰქონია ცენტრისთვის დამახასიათებელი ბევრი მოხსნები, თუმცა 16 ქულა ბურთის აუცილებლად მოაგროვა და სარგებლიანობის კოეფიციენტით ყველას აჯობა. შერმადინმა 3-დან 3 ორქულიანი და 10-დან 10 საჯარიმო ჩააგდო, რასაც მეტოქის ფარზე მოპოვებული 2 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 25 ერთეული შეადგინა, რაც მატჩში საუკეთესო არ ყოფილა (ხუვენტუდელ ანტე ტომიჩს 35 დაუგროვდა), თუმცა გამარჯვებულთაგან ეს შედეგი ვერავინ გადაფარა და MVP-ის მორიგი ტიტულიც ქართველმა დაისაკუთრა.
შემდეგი ტურის მატჩს ტენერიფელები მალაგაში, შერმადინის ყოფილ გუნდ “უნიკახასთან”, 25 ოქტომბერს გამართავენ.
GBF.GE