შერმადინმა "ბარსელონას" 19 ქულა ჩაუგდო - "ტენერიფე" დამარცხდა

AutoSharing Option
ლიგა ენდესას მე-9 ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" სტუმრად 74:81 დამარცხდა "ბარსელონასთან".

შერმადინმა 27:13 წუთში 19 ქულა (12-დან 8 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო), 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 25-ს გაუტოლდა. ჩაგდებული ქულებითა და კოეფიციენტით ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

"იბეროსტარს" 7 ჩატარებულ მატჩში 6 გამარჯვება აქვს მოპოვებული, მე-5 ადგილზეა და 8 ნოემბერს "ბეტისს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა მეხუდე ადგილი მხოლოდ ერთხელ წააგო.DD
0
საოცარი ფორმაშია ეს კაცი ბოლო წლებია.ძალიან ამგარია გიორგი და უპირობოდ საუკეთესოა ევროპაში თავის პოზიციაზე.არც ვესელია გუნდისთვის ასეთი პროდუქტიული როგორიც გიოს შეუძლია იყოს მთელი თამაშის და სეზონის განმავლობაში.აგრესიული,დახვეწილი და მთელი თამაში მშვიდი სახით აკეთებს ყველაფერს.კარგი დაყენებული სროლით ის კ იარა საჯარიმოებშიც ყველაზე დარწმუნებული ცენტრია ალბათ :დ ჰპდა ეს კაცი უნდოდა ფენერს მერე კოკოშკოვის მისვლის მერე მეგონა მართლამ იიყვანდნენ ან საერთოდ რომელიმე ევროლიგის გუნდი დაინტერესდებოდა მარა არ წავიდა და რაღაც მომენტში კარგიცაა ნაკრებში იქნება ჩვენთან.მაგრამ მეტისთვის მემეტება ეს კაცი ასეთი სქროერი და ჩამოყალიბებული ცენტრი მართლა არარის ევროპაში არავინ
აბგდ
11:24 02-11-2020
0

სიახლეები პოპულარული