თორნიკეს არადამაჯერებელი თამაში და ცსკა-ს გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის გათამაშებაში გამარჯვება მოიპოვა მოსკოვის ცსკა-მ, რომლის ღირსებასაც ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია იცავს. შეხვედრა კაუნასში გაიმართა და არმიელთა გამარჯვებით – 87:78 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და 25:24 წუთში გუნდს 7 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა შესძინა. მატჩში საუკეთესო სტუმართა გამთამაშებელი მაიკ ჯეიმსი იყო 27 ქულით. სწორედ მაიკ ჯეიმსის სამქულიანმა გადაწყვიტა თამაშის ბედი ბოლო წუთზე.

6 მოგებითა და 3 მარცხით ცსკა 18-გუნდიან ევროლიგაში მე-3 ადგილზეა და მომდევნო ტურში მეორეზე მყოფ მიუნხენის “ბაიერნს” 19 ნოემბერს ეთამაშება.

წყარო http://gbf.ge/


მკითხველის კომენტარები / 6 /
"საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო" - ასე რომ არ დაწერო ავტორო, არა? რატომ გვახსენებ რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანია ეგ ადამიანი, უფრო სწორად კალათბურთელი? ხომ იცი რომ უმეტესობას გვაღიზიანებ ამით? რა გინდა?!
2
4 პასი და 7 ჩაჭრა პლიუს 7 ქულა როგორ არის არადამაჯერებელი, იქნებ განმარტოთ გიორგი ?
შენი კეთილის მსურველი
16:59 18-11-2020
7

სიახლეები პოპულარული