ევროლიგის მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში "ოლიმპიაკოსი" 80:61 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებში წარმატებულად ასპარეზობის შემდეგ კლუბში დაბრუნებული შენგელია პირეოსულ გუნდთან მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა ძალიან არ დატვირთა და ამის განსაკუთრებული აუცილებლობაც არ იყო, ვინაიდან მასპინძლებს გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ. თორნიკემ 15:58 წუთში 10 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი) და 1 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 5-ს გაუტოლდა.
შენგელიაზე შედეგიანი 16 ქულით მხოლოდ ცსკა-ს კალათბურთელი მაიკ ჯეიმსი გახლდათ.
ცსკა 9 მოგებით ჯერჯერობით ლიდერია და 11 დეკემბერს "ხიმკის" შეხვდება.