"პირატსის" კიდევ ერთი მარცხი, მამუკელაშვილმა შეხვედრა ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სეტონ ჰოლ პირატსმა" გამთენიისას მორიგი შეხვედრა გამართა და 70:83 დამარცხდა. შეგახსენებთ, ამ გუნდში ქართველი, სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს. 

"პირატსის" მეტოქე "ორეგონი" გახლდათ. 

წინა მატჩებისგან განსხვავებით, მამუკელაშვილმა თავი სათანადოდ ვერ გამოიჩინა, მის ანგარიშზე 35 წუთში 10 ქულა 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო. 

"სეტონ ჰოლი" ამ სეზონში დამაჯერებლად ნამდვილად არ გამოიყურება, მათ ანგარიშზე 1 მოგება და 3 მარცხი გახლავთ და დიდი აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება "ორეგონს", მათ 2 შეხვედრა ჩაატარეს, მოგება/წაგების ბალანსი 1-1 გახლავთ. ამ შედეგით, წყნარი ოკეანის კონფერენციაში
მე-10 ადგილზე იმყოფებიან.

"პირატსი" მომდევნო მატჩს 7 დეკემბერს, "პენ სთეითის" წინააღმდეგ გამართავს, რაც შეეხება "ორეგონს", ისინი 13 დეკემბერს "ვაშინგტონს" დაუპირისპირდებიან.

altმამუკელაშვილის მორიგი საოცარი მატჩი, მაგრამ დასანანი მარცხი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული