მაკფადენის "ბურგოსი" მადრიდის "რეალს" ვერ მოერია

AutoSharing Option
თად მაკფადენის “ბურგოსი” მადრიდის “რეალს” შეხვდა და 60:74 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა ფინეთში ჩატარებული სანაკრებო მატჩების შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში პირველად ითამაშა.

მაკფადენი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და შეტევაზე იყო მომართული, რადგანაც 18.05 წუთში ერთბაშად 10 (!) სამქულიანი ესროლა. ზუსტი მხოლოდ 3 გამოდგა და თადმა მატჩი 9 ქულით დაასრულა. მისი მონაგარი 1 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარებაც იყო.

მიმდინარე სეზონში მაკფადენის საშუალო მაჩვენებელი 13.6 ქულა, 1.5 მოხსნა და 2.3 პასია, "სან პაბლო ბურგოსი" კი 8 მოგებითა და 4
მარცხით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. თადის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 დეკემბერს, სტუმრად, "იბეროსტარ ტენერიფესთან" ჩაატარებს, რომლის ღირსებასაც გიორგი შერმადინი იცავს.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის ნოემბრის საკვალიფიკაციო ფანჯრის დროს მაკფადენმა საქართველოს ნაკრების ორივე მატჩში ითამაშა. ფინეთთან შეხვედრაში მისი მონაგარი 14 ქულა და 10 პასი იყო, შვეიცარიასთან კი – 24 ქულა და 6 პასი.

წყარო GBF.ge

altმაკფადენის 21 ქულა და ბურგოსელთა იოლი გამარჯვება იტალიურ "ბრინდისისთან"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული