რევაზ როგავა რუმინეთში შედეგიან თამაშს აგრძელებს

AutoSharing Option
რევაზ როგავამ რუმინეთის უმაღლეს ლიგაში მორიგი მატჩები გამართა. 11 და 12 დეკემბერს მისმა "ტარგუ ჯიუმ" მეორე და მესამე ტურის შეხვედრები ჩაატარა.

მეორე ტურში როგავას გუნდმა "ტიმიშოარასთან" 63:71 წააგო, ქართველი უკანახაზელი კი უკვე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ორმაგ დუბლამდე ერთადერთი ქულა დააკლდა. რევაზმა 32 წუთში 5-დან 2 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 9 ქულას 10 პასი, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა. როგავამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

რუმინეთის
ჩემპიონატის მე-3 ტურში "ტარგუ ჯიუ" "გალატის" ესტუმრა და 71:87 წააგო, ქართველმა ლეგიონერმა კი 34 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. როგავამ 4-ვე ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, მხოლოდ 1 შეცდომა ჰქონდა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

3 მატჩის ჯამში ქართველი კალათბურთელის საშუალო მონაგარი 15.7 ქულა, 4.0 მოხსნა, 5.7 პასი და 1.7 ჩაჭრაა, რაც დასაწყისისთვის ნამდვილად კარგი მაჩვენებელია.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული