ევროლიგის მე-15 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში 83:65 დაამარცხა "ზენიტი".
შენგელიამ 28:56 წუთში 10 ქულა (5-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 13 იყო.
20 ქულითა და მარგი ქმედების 32-იანი კოეფიციენტით საუკეთესო თორნიკეს თანაგუნდელი მაიკ ჯეიმსი გახლდათ.
ცსკა-მ მიჯრით მე-10 გამარჯვება მოიპოვა, 12 მოგებით ლიდერია და 22 დეკემბერს ლიონში "ვილერბანს" შეხვდება.
წარმატებები და დიიდი მოკითხვა მიშას!!!