ევროლიგის მე-16 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ლიონში 87:78 დაამარცხა "ვილერბანი".
შენგელიამ თამაში სასტარტოში დაიწყო და 29:23 წუთში 13 ქულა (7-დან 4 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 6-დან 2 საჯარიმო), 3 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19 იყო.
შესანიშნავ ფორმაში მყოფმა თორნიკეს თანაგუნდელმა მაიკ ჯეიმსმა 31 ქულა ჩააგდო, ხოლო მატჩის MVP ცსკა-ს ცენტრი ნიკოლა მილუტინოვი გახდა - 17 ქულა, 14 მოხსნა და მარგი ქმედების 30-იანი კოეფიციენტი.
ცსკა-მ ზედიზედ მე-11 გამარჯვება იზეიმა, 13 მოგებით ლიდერია და 30 დეკემბერს სტუმრად "მილანოს" დაუპირისპირდება.