ბერიშვილის ორმაგი დუბლი და "ალ შამალის" მე-5 გამარჯვება ყატარში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი მიხეილ ბერიშვილი ყატარის ჩემპიონატში წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს. ბერიშვილი ამჯერად დიდი ციფრებით არ გამოირჩა, თუმცა ორმაგ დუბლს შესწვდა და რაც მთავარია, მისმა გუნდმა მორიგ გამარჯვებას მიაღწია.

"ალ ვაკრასთან" 64:59 მოგებულ მატჩში ბერიშვილმა ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა და 40 წუთში 10 ქულა, 11 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მიშამ 6-დან 2 ორქულიანი და 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ჯარიმა მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ალ შამალს" 6 ტურის
შემდეგ 5 გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ "ალ არაბისა" და "ალ გარაფას" ჩამორჩება. ბერიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 დეკემბერს სწორედ ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ "ალ არაბისთან" ჩაატარებს. 

GBF

altშერმადინის ორმაგი დუბლი და MVP-ის ტიტული

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული