ბერიშვილის 21 ქულა და მე-6 გამარჯვება ყატარში

AutoSharing Option
მიხეილ ბერიშვილის "ალ შამალმა" ყატარის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. 2021 წლის პირველ მატჩში შამალელები კლუბ "ყატარს" შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში, 4 ქულის სხვაობით – 82:78 იძალეს.

მიხეილ ბერიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 40 წუთში 21 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 12-დან 6 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. აღსანიშნავია, რომ თავად ქართველი კალათბურთელის წინააღმდეგ თამაშის წესები ერთბაშად 13-ჯერ დაირღვა.

ერთი საინტერესო ფაქტიც: "ალ შამალმა"
ფაქტობრივად სრული მატჩი ერთი და იმავე შემადგენლობით ჩაატარა, რადგანაც სათადარიგო მოთამაშე მოედანზე მხოლოდ 22 წამით გამოჩნდა.

"ალ შამალმა" 6 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 9 იანვარს "ალ ვაკრასთან" ჩაატარებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული