მამუკელაშვილის 15 ქულა, 8 მოხსნა და გასვლითი გამარჯვება "დე პოლთან"

AutoSharing Option
ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა". "მეკობრეები" Big East-ის კონფერენციის აუტსაიდერ "დე პოლს" ესტუმრნენ და 76:68 დაამარცხეს. ქართველი ფორვარდი მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მას ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა.

სანდრო ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 35 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა ზომაზე მეტი, 6 ბურთი დაკარგა და 2-ჯერ დაჯარიმდა. საუკეთესოდ კი მისი თანაგუნდელი, ჯარედ როდენი დასახელდა, რომელმაც 35 წუთში 18 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი
დააგროვა.

6 მოგებითა და 2 მარცხით სეტონ ჰოლი კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. მის წინ "კრეიტონი" (6-1) და დაუმარცხებელი (3-0) "ვილანოვაა". შემდეგ მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 17 იანვარს, შინ "ქსავიერთან" გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული