"ალ შამალმა" ამჯერად "ალ ვაკრას" სძლია (71:67), ქართველმა ფორვარდმა კი ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა და 40 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.
ბერიშვილმა 5-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. 7 მოგებითა და 3 მარცხით ალშამალელები პირველ ადგილზე არიან, თუმცა დაკარგული ქულებით 8 მოგებისა და 1 მარცხის მქონე
"ალ გარაფა" და "ალ არაბი" ლიდერობენ. შემდეგ მატჩს ბერიშვილის გუნდი 12 იანვარს, "ალ რაიანთან" გამართავს.
GBF.GE