შენგელია უკვე ცსკა-ს ერთ-ერთი ლიდერია, მისი გუნდი კი ევროლიგაზე წინ მიიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-19 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში 83:73 დაამარცხა "ჟალგირისი".

შენგელიამ 27:30 წუთში 18 ქულა (9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო), 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 16 იყო.

ევროლიგის აღიარებით მატჩის საუკეთესო მომენტის შემოქმედი შენგელია გახდა. მან ბურთი გვერდითი ხაზიდან შეიყვანა, ნიკიტა კურბანოვს გადასცა, რომელმაც ფარქვეშ შევარდნილ თოკოს დაუბრუნა და მანაც ეფექტურად ჩატენა.

თორნიკეზე მეტი მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა მაიკ ჯეიმსმა ჩააგდო (21). მარგი ქმედების 22-იანი ინდექსით მატჩის MVP კი არმიელთა ცენტრი ნიკოლა
მილუტინოვი გახდა.

ცსკა 15 მოგებით ლიდერია და 15 იანვარს "ბარსელონას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თორნიკე ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კალათბურთელია.
ცსკა კი ოკუპანტის არმიის მთავარი გუნდია.
ILIA
15:01 14-01-2021
2
ეჭვიც არ მეპარებოდა თოკოს წარმატებაში.კაცმა ბასკონიას ისეთი დიდება მოუტანა რომ არც დაესიზმრებოდათ.
წინ კაპიტანო!!!
10:19 14-01-2021
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული