მატჩის დღე! ცსკა "ბარსელონას" მასპინძლობს, ევროპული ტიტანების დაპირისპირება!

AutoSharing Option
დღეს, 15 იანვარს, ცსკა "ბარსელონას" მასპინძლობს. როგორც მოგეხსენებათ, რუსული კლუბის რიგებში ქართველი თორნიკე შენგელია ასპარეზობს. 

ეს გუნდები ევროლიგის გათამაშების სათავეში იმყოფებიან. ცსკა 15 მოგებითა და 4 მარცხით პირველ ადგილზეა, ხოლო კატალონიელები 13 გამარჯვებითა და 6 მარცხით მე-2 ადგილს იკავებენ. 

ეს კლუბები ამ ტურნირზე 19-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, საიდანაც 11-ჯერ მოსკოველებმა მოიგეს, ხოლო "ბლაუგრანამ" - 8-ჯერ. 

ბოლოს ევროპული კალათბურთის გრანდები 1-ელ ოქტომბერს შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც მასპინძელმა "ბარსელონამ" ცსკა 10 ქულის სხვაობით, 76:66 დაამარცხა. 

რუსების მხრიდან საუკეთესო თორნიკე შენგელია გახლდათ, რომელმაც 1
5 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. 

მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

altშენგელია უკვე ცსკა-ს ერთ-ერთი ლიდერია, მისი გუნდი კი ევროლიგაზე წინ მიიწევს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ცსკა მარტო შენგელია არაა და ფავორიტია ყოველთვის მითუმეტეს როცა შინ თამაშობს ევროპული საკლუბო კალათბურთის ლიდერია რა ბარსელონა ეგ ფეხბურთი კიარაა.
Zaza
12:37 15-01-2021
9
რუსები სულ არ მაინტერესებს მთავარია თოკო კარგად გამოვიდეს MVP აიღოს. წარმატებები თოკოს
Nick
12:32 15-01-2021
5

სიახლეები პოპულარული