გიორგი შერმადინი ისევ იგებს, "ტენერიფე" ლიგის ერთერთი ლიდერია

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ, მეცხრამეტე ტურში ქართველი კალათბურთელების გუნდები დაუპირისპირდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრების წევრები ერთმანეთს მოედანზე არ შეხვედრიან. "გრან კანარიაში" კვლავ არ ათამაშეს ბექა ბურჯანაძე, ხოლო გიორგი შერმადინი ტრადიციულად "იბეროსტარ ტენერიფეს" სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა ამჯერად მას ჩვეული შედეგიანობა არ გამოუვლენია.

ამის მიზეზი ის იყო, რომ თამაშის ბედი მალევე ტენერიფელთა სასარგებლოდ გაირკვა და მწვრთნელმაც შერმადინი აღარ დატვირთა. ქართველმა ცენტრმა 12:38 წუთი ითამაშა, რა დროშიც 9 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და 1 საჯარიმო
ჩააგდო, მისმა სარგებლიანობის ინდექსმა კი 11 შეადგინა. საუკეთესო ამ მხრივ სპენსერ ბატერფილდი იყო, რომელმაც 21 ქულა, 4 მოხსნა და 5 ჩაჭრა მოაგროვა.

ტენერიფემ საბოლოოდ 108:87 მოიგო და კვლავ მესამე ადგილზე დარჩა. შერმადინის გუნდს 15 მოგება და 4 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე "ბარსა" - "რეალის" მერე.  შემდეგ ტურში კი "მანრესას" უმასპინძლებს. შეხვედრა 24 იანვარს, ტენერიფეში გაიმართება.

წყარო: GBF

მკითხველის კომენტარები / 2 /
Baxi manresa-ში მეტ ჯენინგი თამაშობს
გიო
21:28 17-01-2021
0
ბურთი ვერ დავინახე და ვიფიქრე სიფათში უნდა გაუქანოს ხელი მეთქი:)
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული