მამუკელაშვილის შედეგიანი თამაში და დასანანი მარცხი კონფერენციის ლიდერთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 20 იანვარს, სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლი" "ვილანოვას" დაუპირისპირდა. მატჩი "ვილანოვას" გამარჯვებით, 76:74 დასრულდა. 

35 წუთში სანდრომ გუნდს 23 ქულა, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შესძინა. აღსანიშნავია, რომ ქართველს 7 დაკარგვა ჰქონდა, რაც საკმაოდ ბევრია. 

კარგი მატჩი ჩაატარა მამუკელაშვილის თანაგუნდელმა როდენმა, რომელმაც თავი 19 ქულით, 4 მოხსნითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. 

"ვილანოვას" რიგებიდან საუკეთესო ჯერმაინ სამუელსი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა, 9 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა  მიითვალა. 

საუკეთესო მექულე კი კოლინ გილესპი იყო, რომელმაც 22 ქულა და 1
შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 

15 თამაშის შემდეგ "სეტონ ჰოლი" დიდ აღმოსავლეთის კონფერენციაში 9 გამარჯვებითა და 6 მარცხით მე-5 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება "ვილანოვას", ისინი ამ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებენ. მათ ანგარიშზე 9 გამარჯვება და 1 მარცხი გახლავთ. 

მომდევნო მატჩს "სეტონ ჰოლი" 23 იანვარს, "ბატლერის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"მამუკელაშვილი NBA-ში ითამაშებს", - ამბობს "სეტონ ჰოლის" მწვრთნელი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული