შენგელიას 18 ქულა "ფენერბახჩესთან" და ცსკა-ს მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის 21-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა მოსკოვში 83:89 დამარცხდა "ფენერბახჩესთან", რომლის მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი იგორ კოკოშკოვია.

მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა და სტუმრებმა მხოლოდ ბოლოსკენ მოახერხეს წინ გაჭრა და გამარჯვების მოპოვება.

შენგელიამ 24:42 წუთში 18 ქულა (7-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 6-დან 3 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 6-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 17 იყო. თორნიკე თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი გახლდათ.

22 ქულითა და მარგი ქმედების 38-იანი კოეფიციენტით პარკეტზე ორივე
გუნდიდან საუკეთესო სტამბულელთა ლიდერი ნანდო დე კოლო იყო, მისმა თანგუნდელმა იან ვესელიმ კი 22 ქულა ჩააგდო.

ცსკა-მ ტურნირზე სახლში ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია, 15 ქულით მეორე ადგილზეა და 27 იანვარს ბერლინში "ალბას" შეხვდება.



მკითხველის კომენტარები / 5 /
ცსკას გამთამაშებელი,ჯეიმსი,ტრავმიანი თამაშობდა და მატჩის ბოლოს უხეში შეცდომები დაუშვა.ბოლო გადამწყვეტ მომენტში კი,როცა 4 ქულას აგებდნენ და მეტოქე,სამქულიანზე დაჯარიმდა,თურქების მწვრთნელმა,ჩვენმა ყოფილმა მწვრთნელმა ,კოკოშკოვმა,ტექნიკური ჯარიმა მიიღო და ჯეიმსმა ააცდინა,თვითონ 3 ჯარიმიდან კი,ჰაკეტმა,მხოლოდ ერთი ჩააგდო და გათანაბრების ნაცვლად,3 ქულა დარჩა სხვაობა.პირველ პერიოდში,თორნიკემაც გააფუჭა ,ჯერ ორივე და მომდევნოზე,კიდევ ერთი ჯარიმა.ფენერბახჩეში ძალიან მაგრად ითამაშა ნანდო დე კოლო- იან ვესელის დუეტმა.ვესელი ფარზე დაფრინავდა და არმიელებმა,ვერაფერი მოუხერხეს,მათ ალე უპებს
სოსო
18:23 23-01-2021
0
თოკომ შეცდომებზე უნდა იმუშაოს
თოკო მაგარია!
თენგო
14:40 23-01-2021
1

სიახლეები პოპულარული