ლიგა ენდესას მე-20 ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" საკუთარ მოედანზე" "მანრესა" 85:70 დაამარცხა.
შერმადინი კვლავ ჩინებულად გაისარჯა: 22:57 წუთში 29 ქულა (14-დან 10 ორქულიანი, 9-დან 9 საჯარიმო), 4 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა და მარგი ქმედების 37-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.
"ტენერიფე" 16 მოგებით მეორე ადგილზეა და 30 იანვარს სტუმრად "ანდორას" შეხვდება.