მატჩის დღე! შენგელია "ალბა ბერლინის" წინააღმდეგ

AutoSharing Option
დღეს, 27 იანვარს, ცსკა "ალბა ბერლინს" უმასპინძლებს. შეგახსენებთ, ცსკა-ს ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელია გახლავთ.

თავიდან არცთუ ისე სახარბიელოდ დაწყებული რუსული კარიერის შემდეგ, თორნიკე ფორმაში შევიდა და კლუბის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა.

გასულ ტურში რუსული კლუბი "ფენერბახჩესთან" დამარცხდა (83:89) და ევროლიგის პირველობა დაკარგა. ასე რომ, დღევანდელ მატჩში "ბერლინელები" დიდი გამოწვევის წინაშე იდგებიან.

ევროლიგაზე ამ სეზონში თორნიკე საშუალოდ 24 წუთს თამაშობს, რა დროშიც 10.3 ქულას, 5.0 მოხსნას და 2.3 შედეგიან გადაცემას აკეთებს.

ეს გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ, 3-ჯერ რუსებმა იმარჯვეს, ხოლო ერთი შეხვედრა
"ბერლინელებმა" მოიგეს.

დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული