გიორგი შერმადინი ესპანურ ლიგაში წლის გიგანტად დაასახელეს

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის მორიგი დიდი აღიარება! "ტენერიფეს" ქართველი ცენტრი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ლიგა ენდესა) გიგანტად დაასახელეს.

ეს გახლავთ ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალის, Gigantes-ის ყოველწლიური დაჯილდოება, რომელიც 33-ედ ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ გასულ, 2020 წელს, აღნიშნულმა ჟურნალმა ლიგა ენდესას წლის გიგანტად იმჟამად ესპანურ "ბასკონიაში" მოთამაშე თორნიკე შენგელია დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ შერმადინი გასული, 2020 წლის ლიგა ენდესას საუკეთესო მოთამაშედ თავად ამ ლიგის ხელმძღვანელობამ დაასახელა. მიმდინარე სეზონში გიორგი შერმადინი საშუალოდ 24.38 წუთს თამაშობს და 17.3 ქულას, 5.8 მოხსნას, 2.4 პასს და 1 ჩაჭრას აგროვებს.
ასეთმა შედეგიანობამ შერმადინს მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ მოუტანა თვის (ოქტომბერი, იანვარი) MVP-ის ტიტული. რაც ყველაზე მთავარია, შერმადინი ერთპიროვნულად და დიდი უპირატესობით ლიდერობს საშუალოდ მოგროვებული სარგებლიანობის ინდექსით. მისი მონაგარი მატჩში საშუალოდ 23.3-ია, როცა მეორე ადგილზე მყოფი მადრიდის "რეალის" ცენტრ ედი ტავარეშის ეს მაჩვენებელი 18.7-ია.

სწორედ ტავარეში დასახელდა 2020 წლის გიგანტ მამაკაცად. ჟურნალმა არაერთ ნომინაციაში გამოავლინა საუკეთესონი, რომელთაგანაც რამდენიმე საინტერესო პრიზის ავტორს გთავაზობთ:

ლუკა ვილდოზა ("ბასკონია") – წლის ლათინოამერიკელი
პიერია ანრი ("ბასკონია") – წლის ახალწვეული
უსმან გარუბა ("რეალი") – წლის დამცველი
ხოან პენაროია ("ბურგოსი") – წლის მწვრთნელი
ფრანჩესკ სოლანა ("ლერიდა") – წლის სპორტული დირექტორი

GBF
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ შერმადინი
gulshematkivari
11:03 24-02-2021
0
2020-ის გიგანტად ტავარეში დასახელდა თუ შენგელია, ბოლო-ბოლო?
ვვვ
22:11 23-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული