"გუნდში ჩემს მდგომარეობაზე საუბარი რთული არის, რადგან მართლაც არაპროგნოზირებადია მწვრთნელის გადაწყვეტილება, მაგრამ მე მზად უნდა ვიყო. როდესაც თამაშის საშუალება მომეცემა, უნდა გავიდე და ვაჩვენო, რომ მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებ.
სხვა გუნდებიდან შემოთავაზებებზე, სიმართლე რომ გითხრათ, არ ვფიქრობ. ახლა მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ ვივარჯიშო, მოვუმატო და უფრო კარგი მოთამაშე გავხდე, რათა "ინდიანაში" უკეთესი როლი დავიმსახურო.
საქართველოდან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, რისთვისაც მინდა ძალიან დიდი მადლობა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მოგებების საიდუმლო, ალბათ, ისაა, რომ ბიჭები, ვინც იქ არიან, 100%-ს აკეთებენ და იხარჯებიან ბოლომდე, რათა გუნდს მოგებაში დაეხმარონ, რაც ყველაზე მთავარი არის. ეს ოთხი თამაში, განსაკუთრებით, სერბეთის სერბეთში დამარცხება, ნამდვილად არ არის იოლი, თითქმის წარმოუდგენელია. ამაყები უნდა ვიყოთ, რადგან ბიჭებმა ეს შეძლეს. ეს მოგებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო".
გოგას კვლავ ლიმიტირებული დრო... "ინდიანა" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა [VIDEO]