შენგელია 8 ქულით დაბრუნდა - ცსკა-მ კინაღამ მოგებული წააგო

AutoSharing Option
ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ ცსკა-ს ქართველი ლეგიონერი თორნიკე შენგელია ევროლიგაზე "ოლიმპიაკოსთან" უცნაურ გასვლით მატჩში დაბრუნდა.

მოსკოვური გუნდი 25 ქულით იგებდა, მაგრამ პირეოსელებმა მოახერხეს და მეოთხე მეოთხედში დაწინაურდნენ. ბოლოს ცსკა მაიკ ჯეიმსმა საჯარიმოებით წინ გაიყვანა. უკანასკნელ წამზე "ოლიმპიაკოსის" ლიდერმა გიორგიოს პრინტეზისმა მიზანს ვერ უწია და შეხვედრა 74:75 დასრულდა.

შენგელიამ 21:33 წუთში 8 ქულა (5-დან 2 ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 7 იყო.

ცსკა-მ 25 მატჩიდან 17 მოიგო, მეორე ადგილზეა და 2
მარტს თელ-ავივში "მაკაბის" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯანმრთელობა და წარმატებები კაპიტანო!
თბილისი
26 თებერვალი 2021 11:37
1
ტრავმა მოიშუშე ჯიგარ?
maxa.
26 თებერვალი 2021 10:01
2
კარგია, კ ა რ გ ი !
მიჩინიო
26 თებერვალი 2021 08:41
0
შემდეგი ტრავმაც ნაკრების თამაშს ხომ არ დაემთხვევა?
ILIA
26 თებერვალი 2021 03:16
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული