შერმადინმა ჩემპიონთა ლიგაზე 21 ქულა ჩააგდო და MVP გახდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" J ჯგუფის მეოთხე ტურში საკუთარ მოედანზე ბოსნიის "იგოკეა" 80:75 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა 20:10 წუთში 21 ქულა (8-დან 6 ორქულიანი, 9-დან 9 საჯარიმო), 3 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა და მარგი ქმედების 20-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

ის მხოლოდ სტუმართა გუნდის ამერიკელ მძიმე ფორვარდ ჯეკი კარმაიკლს ჩამორჩა, რომლის ანგარიშზე 26 ქულა და 26-იანი სარგებლიანობის კოეფიციენტია, მაგრამ ვინაიდან კანარიელებმა იმარჯვეს, MVP-ის ტიტული ჩვენებურს ერგო.

"ტენერიფე" 3 მოგებით ჯერჯერობით ლიდერია
და 31 მარტს რიგაში აუტსაიდერ ვეფ-ს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ MVP ხომ მაინც გიორგის უნდა შეხვდეს, ხოდა აიღე და გადაეცი პირდაპირ, რა საჭიროა თამაში და იქ კიდევ სტატისტიკის დათვლა???
ისე მაინც
24 მარტი 2021 17:54
0
გიო სასწაულ ფორმაში ხარ, ღმერთმა ხელი მოგიმართოს და ნაკრებთან ერთად ბევრი წარმატებები, ერთი სული მაქვს როდის გნახავთ ყველას ერთად ნაკრებში
გიო
24 მარტი 2021 07:17
0

სიახლეები პოპულარული