ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და 27 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. გამარჯვებულ გუნდში ის საუკეთესო იყო ქულებით და მე-2 მარგი ქმედების კოეფიციენტით – 23 (დანიელ ჰაკეტს 1-ით ჩამორჩა). "ცრვენა ზვეზდას" რიგებში დეიან დავიდოვაცმა 20 ქულა მოაგროვა.
არმიელებს 20 მოგება და 10 მარცხი აქვთ, "ბარსელონას" შემდეგ მე-2 ადგილზე არიან და მომდევნო ტურის მატჩს სანკტ-პეტერბურგში, "ზენიტთან" ჩაატარებენ.