თორნიკე შენგელიას 14 ქულა და პლეი-ოფის საგზური

AutoSharing Option
ევროლიგის 32-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ პეტერბურგში 86:74 დაამარცხა "ზენიტი".

შენგელიამ 28:44 წუთში 14 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ერთხელ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 16 იყო.

ცსკა-მ 31 ჩატარებული მატჩიდან 21 მოიგო, მეორე ადგილზეა, პლეი-ოფის საგზური ვადამდე გაინაღდა და 2 აპრილს "ხიმკის" უმასპინძლებს.

ცსკა-ში არ უთამაშია ამერიკელ ლეგიონერ მაიკ ჯეიმსს, რომელსაც მწვრთნელ დმიტრის იტუდისთან წინა მატჩისას კონფლიქტი მოუვიდა და გუნდიდან გაგდებას უპირებენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიხარეთ კარგი ამბავია
LEVANI
18:00 31-03-2021
0
გილოცავთ თოკოს გულშემატკივრებო!მალე ჩვენი ბიჭის ევროჩემპიონობა მომელოცოს!
გაასწორა
10:32 31-03-2021
0

სიახლეები პოპულარული