შერმადინის და მაკფადენის 12-12 ქულა და ისევ "ტენერიფეს" გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში 25-ე ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა გუნდები შეხვდნენ. თად მაკფადენის "ბურგოსმა" გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" უმასპინძლა და ისევ დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ბოლო 2 თვეში ერთმანეთს მეოთხედ შეხვდნენ – ორჯერ ფიბას ჩემპიონთა ლიგაში და ესპანეთის თასზე. "ბურგოსს" 3 მატჩი ჰქონდა ამ დაპირისპირებებიდან წაგებული და ისევ დამარცხდა, ამჯერად – 86:98.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, მაკფადენი – შეცვლაზე შევიდა. შერმადინის ანგარიშზე 12 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასია. მაკფადენმაც 1
2 ქულა მოუტანა თავის გუნდს, პლუს, 2 მოხსნა და 1 პასი. გიორგიმ 17:13 წუთი ითამაშა და 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 14 შეადგინა, ხოლო ამ მხრივ საუკეთესოები მარსელინიო ჰუერტასი (31), აარონ დორნკამპი (23) და ტაილერ კავანა (19) იყვნენ.

"ტენერიფეს" 22 მოგება და 5 მარცხი აქვს და ისევ მე-3 ადგილზე იმყოფება "რეალისა" და "ბასრას" ზურგსუკან. "ბურგოსი" 17 მოგებითა და 7 მარცხის მე-5 ადგილზეა. 11 აპრილს შერმადინის გუნდი "ესტუდიანტესს" მასპინძლობს, ხოლო მაკფადენის გუნდი "ფუენლაბრადას" ესტუმრება. 

GBF

altშერმადინის 14 ქულა და განადგურებული "ბურგოსი"


მკითხველის კომენტარები / 1 /
შერამდინი დღეს-დღეობით არის საუკეთესო ქართველი კალათბურთელი
დათო
17:07 09-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული