ევროლიგის გამოტოვებულ მატჩში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში 93:86 მოუგო მიმდინარე სეზონში უხეიროდ მოასპარეზე "პანათინაიკოსს".
ცსკა-ს მეორე ადგილი განაღდებული ჰქონდა და ამ მატჩს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა. შენგელიამ, რომელმაც წინა ორი შეხვედრა თვალის დაზიანების გამო გამოტოვა, 27:29 წუთი ითამაშა და თავის გუნდს 11 ქულით შეეწია. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 13 იყო.
ამით რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და პლეი-ოფები
იწყება, რომელშიც ცსკა-ს საკუთარი მოედნის უპირატესობა აქვს და 21 აპრილს "ფენერბახჩეს" უმასპინძლებს.
თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ერთი სამქულიანი კი ააცილა.