ბითაძის შედეგიანი თამაში “იუტას” ძლევისთვის საკმარისი არ გამოდგა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს მორიგ ტურში გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" გასვლაზე  რეგულარული სეზონის ლიდერ "იუტა ჯაზთან" 111:119 დამარცხდა.

ბითაძე კარგად გაისარჯა: 12:25 წუთში 13 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური მიიღო.

"პეისერსში" 22 ქულით, 15 მოხსნითა, 7 პასით და 36-იანი კოეფიციენტით საუკეთესო ლიეტუველი დომანტას საბონისი იყო. "იუტას" ფრანგი ცენტრის, რუდი გობერის ანგარიშზე 13 ქულა და 23 მოხსნაა (!).

"ინდიანამ" აღმოსავლეთ კონფერენციაში ჩატარებული 55 მატჩიდან 26 მოიგო,
მეცხრე ადგილზეა და 18 აპრილს გასვლაზე "ატლანტა ჰოუკსს" დაუპირისპირდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
საბონისმა 2 კარგი მეოთხედის შემდეგ 2 ბოლო მეოთხედი აშკარად ჩააგდო, 17 ქულიანი ჰანდიკაპი გაანიავეს ლიდერთან, საბონისმა 19 ცდიდან 7 ჯერ ჩააგდო, გოგამ 5 დან 4 ჯერ, საბონისს ამისათვის სამჯერ მეტი დრო ჰქონდა, მე მგონი გუნდისთვის ჯობდა 12 ნაცვლად 20 წუთი რო ეთამაშა გოგას, საბონისიც მოუთქვამდა სულს.
მინდია
17 აპრილი 2021 12:52
0
მარგი ქმედების კოეფიციენტი არის შ ე ფ ა რ დ ე ბ ა -> მარგი მუშაობის შეფარდება დახარჯულ ენერგიასთან.
The (+/-) statistic in basketball არის ქულების ს ხ ვ ა ო ბ ა, რომელიც გუდნა ჩააგდო და გაუშვა კონკრეტული კალათბურთელის მოედანზე ყოფნის დროს.
ძალიან ჯიუტები ხართ
17 აპრილი 2021 11:04
0
იუტამ იცოდა,რომ გოგას,სამქულიანების დაბალი პროცენტი აქვს,ამიტომ სამქულიანების სროლის საშუალებას აძლევდა.გოგამაც მშვენივრად გამოიყენა,შანსი.იქნებ შეძლოს და ძველი თავდაჯერებაც დაიბრუნოს.
სოსო
17 აპრილი 2021 10:52
0
ყოჩაღ გოგა, სასიხარულო ისაა რომ მომატება შეგიძლია. არის უწყინარი მონაკვეთები, სადაც უფრო მაღალ დონეზე უნდა ითამაშო. წუხანდელ თამაშში, სრულიად არასაჭირო ტექნიკური ფოლი მიიღე, ასევე სრულიად უაზრო ფოლი მიიღე გობერზე, უბურთო ჭიდაობისას და ა.შ. თანაგინდელებსაც აშკარად ეტყობათ რომ ბოლომდე ვერ გენდობიან და დიდად პასებსაც არ გაძლევენ. თუმცა, ეს ყველაფერი იმასთან ერთად მოვა, როცა თამაშსაც დახვეწავ. ბურთის ისე აგდებას, რის გამოც ტექნიკური მიიღე, ლებრონი და სხვები არ იზამენ!!!
გოგას
17 აპრილი 2021 09:23
4
12 წუთში მეტი რაუნდა გააკეთო კალათბურთელმა დრო რომ მოუმატონ?გოგა ცემს პასუხს კრიტიკოსებს ვინც იძახდა ევროპაში უნდა დარჩენილიყოოვო.
Mosexoneli
17 აპრილი 2021 09:00
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული