შენგელიამ კრასნოდარში 25 ქულა ჩააგდო - ცსკა მაინც დამარცხდა

AutoSharing Option
ერთიანი VTB ლიგის 23-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა კრასნოდარში 94:103 დამარცხდა "ლოკომოტივ-კუბანთან".

შენგელიამ 29:43 წუთში 25 ქულა (15-დან 11 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულინი, 5-დან 3 საჯარიმო), 5 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 29 იყო და თავის გუნდში აშკარად გამორჩეული გახლდათ.

ცსკა 16 მოგებით მეოთხე ადგილზეა და 25 აპრილს "ნიჟნი ნოვგოროდს" უმასპინძლებს. რუსული სპორტული საიტები აღნიშნავენ, რომ მოსკოვურ გუნდს ამ ტურნირზე ასე ცუ
დად არასოდეს უასპარეზია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული