
ევროლიგის მეხუთე მეოთხედფინალურ მატჩში "ანადოლუ ეფესმა" "რეალი" 88:83 დაამარცხა და სერია 3:2 მოიგო.
გამარჯვებულ გუნდში 26 ქულით საუკეთესო ამერიკელი მძიმე ფორვარდი კრის სინგლტონი იყო, ხოლო დამარცხებულში 17 ქულით - არგენტინელი ნიკოლას ლაპროვიტოლა.
ოთხთა ფინალში "ანადოლუ ეფესი" თორნიკე შენგელიას ცსკა-ს შეხვდება, რომელმაც "ფენერბახჩეს" ბარიერი უპრობლემოდ გადალახა - 3:0.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს მეოთხედფინალურ წყვილებში გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან: "ბარსელონა"-"ზენიტი" და "მილანი"-"ბაიერნი".
ტურნირის ოთხთა ფინალი 28-30 მაისს კიოლნში გაიმართება.