
VTB ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში 84:59 გაანადგურა "ნიჟნი-ნოვგოროდი".
შენგელია 20:01 წუთში თავის გუნდს 10 ქულით (7-დან 4 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო), 3 მოხსნითა და 1 პასით შეეწია, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 4 პერსონალური მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 4 იყო.
სერია ორ მოგებამდეა, ამ გუნდების შემდეგი მატჩი კი 13 მაისს ნიჟნი-ნოვგოროდში გაიმართება.
შეგახსენებთ, ცსკა ევროლიგის ოთხთა ფინალში გავიდა, რომელიც კიოლნში ჩატარდება და 28 მაისს "ანადოლუ ეფესს" დაუპირისპირდება.