თორნიკე შენგელიას ცსკა VTB ლიგის პლეი-ოფიდან გავარდნას გადაურჩა

AutoSharing Option
VTB-ლიგის პლეი-ოფის გადამწყვეტ, მესამე მატჩში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში დაძაბულ ბრძოლაში "ნიჟნი ნოვგოროდს" 79:75 სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

შეხვედრას 5 293 მაყურებელი დაესწრო და ოვერტიამის გარეშე 2:15 საათი გაგრძელდა.

სერიაში ორი მატჩის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო, დღევანდელ შეხვედრას სტუმრები მესამე მეოთხედის შემდეგ 3 ქულით იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. თუმცა, ცსკა-ს "ანადოლუ ეფესთან" ევროლიგის ოთხთა ფინალის წინ თამაში რბილად რომ ვთქვათ, აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს.

შენგელიამ 27:21 წუთში 12 ქულა (7-დან 4 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო) და
3 მოხსნა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 12 იყო.

22-22 ქულით ყველაზე შედეგიანები დანიელ ჰეკეტი (ცსკა) და არტიომ კომოლოვი (ნიჟნი ნოვგოროდი) იყვნენ.

ნახევარფინალში შენგელიას გუნდის "ზენიტს" შეხვდება. პირველი მატჩი 17 მაისს პეტერბურგში გიმართება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეგეც თქვენი 60%. ლაიქებს და დისლაიქებს ადევნეთ თვალი
გოგა
16 მაისი 2021 02:40
8
ესპანეთში სამაგალითო იყო. რუსეთმა ჩაყლაპა მისი სახელი და ჩვეულებრივ საშუალო დონის კალათბურთელად იქცა. სამაგიეროდ ფული მოემატა და მშობლიური გულშემატკივარი მოაკლდა.
ზურა
15 მაისი 2021 19:53
32
თუ ვინმე მოაკლდა გუშემატკივარებიდან, ასეთები არც არასდროს ყოფილან მისი ნამდვილი გულშემატკივრები. საშუალო დონის მოთამაშე ნამდვილად არ არის, ისეთი დომინანტი ბუნებრივია ვერ იქნებოდა, მითუმეტეს პირველ სეზონში, ცსკა სუპერ-კლუბია და აქ ასე მარტივი ნამდვილად არ არის თავის დამკვირდება. თორნიკეს საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი როლი აკისრია გუნდში. მაიკლს ჯეიმსის წასვლის შემდეგ, გამოკვეთილი ლიდერი არ ყავს გუნდს და ერთ-ერთი ლიდერი ნამდვილად არის.
გუგა
16 მაისი 2021 00:42
12
ზურა, ეს შენაირი "ურა პატრიოტები" მოაკლდნენ თორნიკეს, თორე ნაღდი მშობლიური გულშემატკივრები, კი ვართ მის გვერდით, როგორც ყოველთვის. თორნიკეზე, რომ კაცი იტყვის საშუალო დონისა არისო, ცოტა არ იყოს და სასაცილოა შენის მხრიდან. ფულებს რაც შეეხება, ზედმეტი არავის გვაწყენს, რა ასე არ არის?
ზურას
15 მაისი 2021 22:43
11
მაგრად გამიტყდა რო არ გამოვარდა ცსკა. თორნიკეს რაც შეეხება თავიდანვე არ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ამის გამო საერთოდ არ ვგილშემატკივრობ. ისიც ვიცი თორნიკეს ეს ნაკლებად ადარდებს მაგრამ , წესით უნდა ადარდებდეს ამ გადაწყვეტილებით მან ბევრი გულშემატკივარი დაკარგა დაახლოებით 60% . ეს სულ ცოტა.
ზურა
15 მაისი 2021 19:51
36
საინტერესოა როგორ დათვალე ?))) ეგ შენი სურვილია და არა რეალობა - საბედნიეროდ !
კახაბერი
15 მაისი 2021 22:57
10
ზურა ბატონო! ერთი გვიბოძეთ, საიდან მოიტანე ეს 60%-ი ? დავიჯერო, საქართველოს მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარე? თორნიკეს როგორც ყავდა, უამრავი ერთგული გულშემატკივარი, ისევ აქ ვართ ზურა ბატონო! ამიტომ შენ ამაზე, ნამეტნავად ნუ ნერვიულობ. ძაანაც გინდოდა თორნიკეს ცსკ-ას გამოვარდნა, მაგრამ შენაირების ჯინაზე არ გამოვარდა! აბა, ასეა ზურა ბატონო!
ზურას
15 მაისი 2021 22:53
10

სიახლეები პოპულარული