მოსკოვის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია VTB ლიგის ნახევარფინალური ეტაპის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.
ცსკა ლიგის ფინალურ ეტაპზე "უნიქსს" დაუპირისპირდება. საწყისი ორი შეხვედრა ყაზანში 5 და 7 ივნისს გაიმართება, მოსკოვური მატჩი კი 10 ივნისს შედგება.
რაც შეეხება ნახევარფინალურ ეტაპს, ცსკა-მ "ზენიტი" 3:1 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების კაპიტანს კი საშუალოდ 16.3 ქულა ჰქონდა.
თორნიკე შენგელია VTB ლიგის ათ საუკეთესო მომენტშიც მოხვდა - ქართველის შეტევები ათეულის შუა (მე-5) და ბოლო (მე-10) ადგილზე გავიდა. პირველზე გასულ ეპიზოდში კი თორნიკეს დაუფარეს.
შეგახსენებთ, VTB ლიგის ფინალურ შეხვედრებამდე ცსკა ევროლიგის ოთხთა ფინალში, 28 მაისს კიოლნში, თურქულ "ანადოლუ ეფესს" შეხვდება.