შერმადინი სულ MVP-ია - "ტენერიფე" პლეი-ოფში დაწინაურდა

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა ენდესას პლეი-ოფის პირველ მატჩში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" საკუთარ მოედანზე 86:78 დაამარცხა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის, თად მაკფადენის "ბურგოსი".

შერმადინი კვლავ საუცხოოდ გაისარჯა: 22:05 წუთში 16 ქულა (9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 24-ს გაუტოლდა და მატჩის MVP გახდა.

მაკფადენმა პარკეტზე 9:07 წუთი დაჰყო და თავის გუნდს ვერაფრით შეეწია.

ამ გუნდების შემდეგი შეხვედრა 3 ივნისს, ბურგოსში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მე ასეთი სწრაფი კალადბურთელი ფარქვეშ არ მინახია, როგორც გინდათ ისე ჩათვალეთ, თეთრი მამბა ))) წარმატებები გიოს, შარშან შენგელია გახდა ჩემპიონი წელს ძაან გაგვახარებს გიო თუ გახდება ჩემპიონი
giorgi
06:39 02-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული