შენგელიას 14 ქულა - ცსკა სერიაში დაწინაურდა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ერთიანი VTB ლიგის ფინალური სერიის პირველ მატჩში, რომელსაც ყაზანში 4 078 მაყურებელი დაესწრო, ადგილობრივ "უნიკსს" 85:77 სძლია.

შენგელიამ თამაში სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და 23:20 წუთში 14 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 4 პერსონალური მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 14-ს გაუტოლდა.

19 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე თორნიკეს თანაგუნდელი უილ კლაიბერნი იყო, რომელიც სარგებლიანობის 23-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.

სერია 3 მოგებამდეა, შემდეგი
შეხვედრა 7 მაისს თათარსტანის დედაქალაქში გაიმართება, მერე კი გუნდები მოსკოვში გადაინაცვლებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული