თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ერთიანი VTB ლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩში ყაზანში "უნიკსი" 76:57 დაამარცხა და 2:0 დაწინაურდა.
შენგელიამ 25:15 წუთში 18 ქულა (13-დან 5 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 12-დან 8 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 2 პერსონალური მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 23 იყო.
თორნიკე შედეგიანობით და სარგებლიანობის კოეფიციენტით ორივე გუნდიდან საუკეთესო გახლდათ.
მესამე მატჩი 10 ივნისს მოსკოვში ჩატარდება და გამარჯვების შემთხვევაში ცსკა ტურნირის გამარჯვებული გახდება.