მონსტრული შენგელია VTB ლიგის ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ერთიანი VTB ლიგის ფინალური სერიის მესამე მატჩში მოსკოვში "უნიკსი" 89:81 დაამარცხა, სერია 3:0 მოიგო და ჩემპიონი გახდა.

შენგელიამ თამაში, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და 26:51 წუთში 19 ქულა (10-დან 8 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 0 საჯარიმო), 7 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 21-ს გაუტოლდა და თავის გუნდში საუკეთესო იყო.

მატჩში გადამწყვეტი მეორე ტაიმის მოკლე მონაკვეთი გამოდგა, როდესაც შენგელიამ სამჯერ გაიბრწყინა და თავის გუნდს 6 ქულა შესძინა. განსაკუთრებით
აღსანიშნავი მისი გარღვევა გამოდგა, როდესაც მთელი მოედანი გადალახა და ბურთი კალათში ჩატენა. ამ ეპიზოდს ფართო გამოხმაურება მოჰყვა და მონსტრული უწოდეს.

თორნიკემ მოსკოვურ გუნდში პირველი ტიტული მოიგო და დაჯილდოებაზე საქართველოს დროშა ჰქონდა შემოხვეული.

Sportall.Ge

სხვათა შორის, ცსკა-მ ალექსანდრ გომელსკის სახელობის 4 500-იან არენაზე უკანასკნელად ითამაშა, ვინაიდან ნაგებობას დაანგრევენ და მის ადგილზე სპორტკომპლექსს ააშენებენ.

ყველაზე შედეგიანი ყაზანელი ჯონ ბრაუნი გახდა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო, 11-ჯერ მოხსნა ბურთი, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 36 შეადგინა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს დროშა ანწუხელიძესაც ეკუთვნის და შენგელიასაც? ჩემი აზრით არა. მაგის ძმა რო მოეკლათ ომში, წავიდოდა რუსეთში სათამაშოთ? არა. ცეესკას თამაშით რუსეთის ლიგა რო იხსენა რუსეთის ჰიმნით და ქართველი კალათბურთელი გაჭიმული ისმენს, კარგია? არა. სულ ეგ იყო რისთვისაც მანდ გადავიდა? ალბათ არა მარა მართო ეს მიიღო, რუსეთის ჩემპიონია, მგონი ტეხავს.
უნდა იყოს თუარა საქართველოს კაპიტანი, მანდ გადასვლის მერე? არააააა
ალიკო
12 ივნისი 2021 10:22
3
ილოცავ თორნიკე ვეფხვო! აი გამოაჩინა კლანჭები! ყოჩაღ, მაგარია!
aburjga
11 ივნისი 2021 18:31
2
გასკდით გულზე ურაპატრიოტებო
გრიგოლი1408
11 ივნისი 2021 15:56
4
გილოცავ თორნიკე!
შადიმან ბარათაშვილი
11 ივნისი 2021 15:53
2
მონსტრული ანუ რქიან ეშმაკისეული არა, ავტორ?)))))))
ტარტაროზი
11 ივნისი 2021 15:08
3
გილოცავ თოკო
სააკაძე
11 ივნისი 2021 10:56
7
ჩვენო საამაყო კაპიტანო, გილოცავთ!!! გვიყვარხარ, გვეამაყები!!!!!
ნინი
11 ივნისი 2021 09:29
7
გულოცავ თოკო! სულ ესე გეფრიალებიოს ქართული დროშა ჩვენო საამაყო კაცო!
შოთა
11 ივნისი 2021 09:09
6
აი ამისთვის ღირდა თავის მოჭრა, ამისთვის? :(
მიჩინიო
11 ივნისი 2021 08:25
29
რაღაც არა მგონია, რომ თოკოზე მეტი პატრიოტი ხარ, ჯერ გააკეთე რამე საქართველოსთვის და მერე აკრიტიკე სხვები, რა გაგიკეთებია შენი ქვეყნისთვის? დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი.
11 ივნისი 2021 10:31
11
ნეტავ იცოდე, შენი ღვარძლიანი კომენტარით, როგორ იჭრი თავს? რაო გულზე გხვდებათ თოკოს წარმატებები?
"ურა პატრიოტ" მიჩინიოს.
11 ივნისი 2021 09:33
10
Gilocav
Axali
11 ივნისი 2021 08:06
5

სიახლეები პოპულარული