მონსტრული შენგელია VTB ლიგის ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ერთიანი VTB ლიგის ფინალური სერიის მესამე მატჩში მოსკოვში "უნიკსი" 89:81 დაამარცხა, სერია 3:0 მოიგო და ჩემპიონი გახდა.

შენგელიამ თამაში, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და 26:51 წუთში 19 ქულა (10-დან 8 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 0 საჯარიმო), 7 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 21-ს გაუტოლდა და თავის გუნდში საუკეთესო იყო.

მატჩში გადამწყვეტი მეორე ტაიმის მოკლე მონაკვეთი გამოდგა, როდესაც შენგელიამ სამჯერ გაიბრწყინა და თავის გუნდს 6 ქულა შესძინა. განსაკუთრებით
აღსანიშნავი მისი გარღვევა გამოდგა, როდესაც მთელი მოედანი გადალახა და ბურთი კალათში ჩატენა. ამ ეპიზოდს ფართო გამოხმაურება მოჰყვა და მონსტრული უწოდეს.

თორნიკემ მოსკოვურ გუნდში პირველი ტიტული მოიგო და დაჯილდოებაზე საქართველოს დროშა ჰქონდა შემოხვეული.

Sportall.Ge

სხვათა შორის, ცსკა-მ ალექსანდრ გომელსკის სახელობის 4 500-იან არენაზე უკანასკნელად ითამაშა, ვინაიდან ნაგებობას დაანგრევენ და მის ადგილზე სპორტკომპლექსს ააშენებენ.

ყველაზე შედეგიანი ყაზანელი ჯონ ბრაუნი გახდა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო, 11-ჯერ მოხსნა ბურთი, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 36 შეადგინა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს დროშა ანწუხელიძესაც ეკუთვნის და შენგელიასაც? ჩემი აზრით არა. მაგის ძმა რო მოეკლათ ომში, წავიდოდა რუსეთში სათამაშოთ? არა. ცეესკას თამაშით რუსეთის ლიგა რო იხსენა რუსეთის ჰიმნით და ქართველი კალათბურთელი გაჭიმული ისმენს, კარგია? არა. სულ ეგ იყო რისთვისაც მანდ გადავიდა? ალბათ არა მარა მართო ეს მიიღო, რუსეთის ჩემპიონია, მგონი ტეხავს.
უნდა იყოს თუარა საქართველოს კაპიტანი, მანდ გადასვლის მერე? არააააა
ალიკო
10:22 12-06-2021
3
ილოცავ თორნიკე ვეფხვო! აი გამოაჩინა კლანჭები! ყოჩაღ, მაგარია!
aburjga
18:31 11-06-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული