გუშინ 30 ივლისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2021 წლის ლატარია გაიმართა, სადაც გუნდებმა ახალგაზრდა კალათბურთელები აირჩიეს, ჩვენდა სასიხარულოდ, უმაღლეს კალათბურთის ლიგაში ოფიციალურად 2 წარმომადგენელი - გოგა ბითაძე ("ინდიანა პეისერსი") და სანდრო მამუკელაშვილი ("მილუოკი ბაქსი") გვეყოლება, აღსანიშნავია, რომ სანდრო "ინდიანამ" აირჩია, თუმცა იმ წამსვე მოქმედ ჩემპიონებში გაცვალა.
2021 წლის დრაფტზე წარდგენილ კალათბურთელებს შორის ასევე მეორე ქართველ, გიორგი ბეჟანიშვილსაც შეხვდებოდით, როგორც მოსალოდნელი იყო 22 წლის ახალგაზრდა არც ერთმა გუნდმა არ აირჩია, თუმცა "დენვერ ნაგეტსმა" გიორგის საზაფხულო ლიგაზე თამაში შესთავაზა, თავის გამოჩენის შემთხვევაში კი
"ნაგეტსი" მის დამატებაზე დაფიქრდება.
აქედან გამომდინარე, ყველაფერი 22 წლის ქართველზეა დამოკიდებული. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ეგიდით გამართული საზაფხულო ლიგა 8-17 აგვისტოს ლას ვეგასში გაიმართება.
რაც 20 წლამდელᲗა ნაკრებუს Შეკრებაზე მოხდა მეც ვფუქრობ Ჩემს ბავᲨვის გაᲨვებას უცხოეᲗᲨი...
აქ ვერ ვიპოვი სიმარᲗლეს...
ბეᲟანიᲨვილიც ასე იქნებოდა