მამუკელაშვილი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2021 წლის საზაფხულო ტურნეზე "მილუოკი ბაქსი" "ბრუკლინ ნეტსს" დაუპირისპირდა და 91:97 დამარცხდა.

"ირმების" რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 29:14 წუთი დაჰყო, რა დროშიც 10 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ქართველმა კალათბურთელმა განაცხადა:

"მე მიყვარს ეს ორგანიზაცია, ვგრძნობ, რომ ისინი სპორტსმენებს განვითარებაში ეხმარებიან. მოუთმენლად ველი იანისის, კრისისა და ჯრუს რჩევების მოსმენას, მე მათგან რაც შეიძლება მეტს ვისწავლი" - ციტირებს სანდროს სიტყვებს "ბაქსის" "ფეისბუქგვერდი".

ამრიგად, "მილუოკს" თითო მოგება და წაგება აქვს. მომდევნო შეხვედრას 14 აგვისტოს
"მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზეა ჩანიშნული.

ხვალ, 13 აგვისტოს, "დენვერ ნაგეტსი" "ფინიქს სანსს" დაუპირისპირდება, "დენვერის" რიგებში კი გიორგი ბეჟანიშვილი რიგით მე-3 შეხვედრას გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
"მილუოკს" კი არა, "მილუო-კის".
თენგო
15:34 12-08-2021
0
ასე აქვს ავტორს "ჩანიშნული" და რა ქნას?!
გუჯა
11:35 12-08-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული