მაკფადენის "მურსიამ" ვალენსიაში საამაყო გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
თად მაკფადენის აქტიური მონაწილეობით “მურსიამ” ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი მოწინავე გუნდი “ვალენსია” სტუმრად დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მურსიელებს 12 ქულა შეაშველა, მისმა გუნდმა კი ვალენსიაში 91:86 იმარჯვა.

მურსიელებმა პირველი ტაიმი 11 ქულით წააგეს, მეორეში კი თამაშის მოტრიალება მოახერხეს. მაკფადენმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 21:19 წუთში 12 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. თადმა 5-დან 2 ორქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, პერსონალური ფოლი არ მიუღია, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

მურსიამ სამ ტურში 2 მოგება მოაგროვა და
მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 2 ოქტომბერს შინ, მალაგის "უნიკახასთან" ჩაატარებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული