ბურჯანაძის "ბეტისმა" შინ "მანრესასთან" უიმედოდ წააგო

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში წარუმატებელი მატჩი ჰქონდა ბექა ბურჯანაძეს და მთლიანად მის გუნდ “ბეტისს”. ქართველი ფორვარდის გუნდმა “მანრესას” უმასპინძლა და 42 ქულით – 64:106 განადგურდა.

ბურჯანაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 15:39 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მთლიანობაში ბურჯანაძის ანგარიშზე 2 ქულა და 3 მოხსნა დაგროვდა. "ბეტისის" ანგარიშზე 1 მოგება და 2 მარცხია, გუნდი მე-16 ადგილზე იმყოფება და მორიგ ტურში, 3 ოქტომბერს, სტუმრად “ბრეგანს” დაუპირისპირდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული