ატამანმა აღიარა - შენგელია შეუჩერებელი იყო

AutoSharing Option
ევროლიგის მეორე ტურში ცსკა-მ სტამბულში "ანადოლუ ეფესი" 100:96 დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი მოსკოველთა კალათბურთელი თორნიკე შენგელია გახდა. შეხვედრის დაწყების წინ მასპინძელთა გუნდის თავკაცს ერგინ ატამანს "წლის მწვრთნელის" პრიზი გადასცეს. შეგახსენებთ, მისი ხელმძღვანელობით "ანადოლუ ეფესმა" გასულ სეზონში ისტორიაში პირველად მოიგო ტურნირი. ნამატჩევს ატამანმა კომენტარი გააკეთა.

"დაცვაში საშინლად ვითამაშეთ. როდესაც მეტოქეს 100 ქულის ჩაგდების უფლებას მისცემ, მოგება ძალიან ძნელია. ცსკა-ს ფიზიკურად ვერ გავუმკლავდით. ეს ჩვენი საუკეთესო თამაში არ იყო.

შენგელიას შეჩერება ვერ შევძელით. პეტრუშევს (სერბი ლეგიონერია) დაცვაში ასეთ მოთამაშეებთან პრობლემები აქვს.
ევროლიგა ფიზიკური მომზადების მხრივ ძალიან მომთხოვნია და პეტრუშევს ამ ასპექტში მოსამატებელი აქვს", - ციტირებს ატამანს Basket Servisi.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცსკას უკანა ხაზში აქვს პრობლემები.თამაშს მეტწილად მაღლები იგებენ,თუმცა ცენტრ მილუტინოვის ტრავმები,საკმაოდ უმძიმებს ამ ამოცანას.დანარჩენები მეტისმეტად იტვირთებიან და ამას, გახშირებული ტრავმები მოსდევს.წუხელაც მოგებული თამაში კინაღამ წააგეს,უკანახაზელების შეცდომების შედეგად.ისევ თორნიკემ ივაჟკაცა.
სოსო
13:41 09-10-2021
0

სიახლეები პოპულარული