თორნიკე შენგელია ევროლიგის მე-2 ტურის საუკეთესო მოთამაშეა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულსა და მძლავრ საკალათბურთო ლიგაში ქართველმა კალათბურთელმა თავი ისახელა. მე-2 ტურის ეგიდით გამართულ 8 მატჩში შენგელიამ ყველაზე მაღალი სარგებლიანობის ინდექსი დააფიქსირა. სტამბოლში, ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ “ეფესთან” გამართულ შეხვედრაში ცსკა-ს ქართველმა ფორვარდმა 32:29 წუთში 23 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. თორნიკემ 5-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისმა გუნდმა კი 100:96 იმარჯვა.
23 ქულა შენგელიასთვის სარეკორდოა ევროლიგაში ცსკა-ს მაისურით. არმიულ კლუბში თამაშისას მას ევროლიგაში ასეთი
მაღალი (29) სარგებლიანობის ინდექსი არ დაუფიქსირებია.
GBF.GE