ევროლიგაზე "ანადოლუ ეფესთან" და "ზენიტთან" თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე ასპარეზობით რუსეთში ყველა აღფრთოვანებულია.
"გამარჯვებით გახარებული ვარ. რაც შეეხება შეფასებას, კალათბურთი გუნდური სპორტია. ცხადია, შენგელია ბრწყინავს, მაგრამ არასწორი იქნება იმის თქმა, რომ მხოლოდ შენგელიამ მოგვიპოვა გამარჯვება. ყველა ცდილობს: მოთამაშეები, მწვრთნელები, შტაბი. თორნიკე ყოჩაღობს, თუმცა იმარჯვებს გუნდი", - განაცხადა ცსკა-ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა.
გუნდის კაპიტანმა ნიკიტა კურბანოვმა ქართველი შეაქო: "საქმე თვით რეკორდშიც არ არის. თოკოს თამაში შესანიშნავად წაუვიდა. ასე რომ, ცოდვა იქნებოდა, ამ უპირატესობით არ გვესარგებლა. ის ბურთს კარგად აკონტროლებდა და ჩაგდებული ქულების
კომენტარებში გულშემატკივრები თორნიკეს თამაშით აღფრთოვანებას გამოხატავენ:
- და აი, ჩვენ ვიხილეთ ნამდვილი თორნიკე!!!
- შენგელია ბოლო შეხვედრებში გვახარებს.
- ამ შენგელიებისგან ჩვენი "ზენიტი" რამდენჯერ დაზარალდა! მახსოვს, ჯერ კიდევ 1980 წელს კიროვის სახელობის სტადიონზე შენგელიამ ბოლოს გაგვიტანა და კინაღამ გამარჯვება გავუშვით ხელიდან. და ახლა ისევ.
- თოკომ იდეალური ფორმა აკრიფა და კერპად გადაიქცა. ასეთ თოკოს ჩვენ უბრალოდ ვაღმერთებთ. ჯანმრთელობა, შენ, ძვირფასო.
- უბრალოდ მონსტრია.
- ჩინებული თამაში თოკოსგან. "მუჟიკია".
- ეს მისი ზღვარი არ არის! ცოტაც და, 40 ქულას გადააბიჯებდა.
- სამწუხაროა, რომ დარბაზი ცარიელი იყო. თოკოს ასეთი დიადი თამაში ცოცხლად უნდა გვენახა.
"ევროლიგაზე თოკოს სახელობის საღამოებია. შედეგიანობის პირადი რეკორდი. მარგი ქმედების კოეფიციენტის პირადი რეკორდი", - წერს კლუბის საიტი.
აგერ ვნახავთ თოკო გამოვა ცეესკადან ნაკრებში, და ნახავთ, რომ სხვა შეიძლება არ ჩამოვიდეს (არ გამოუშვან, ვერ ჩამოვიდეს, შედეგი სულერთია).